ზურაბ გოგიძის წიგნი "ელმო და შარმაზი"
1 თებერვალს, 17 საათზე, “Book City“-ში ზურაბ გოგიძის წიგნის “ელმო და შარმაზის” პრეზენტაცია გაიმართება. ტექსტს ავტორის მიერ შესრულებული ილუსტრაციები ახლავს თან. წიგნი ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა. “ელმო და შარმაზს“ წიგნის რედაქტორი ლია ლიქოკელი წარადგენს. ზურაბ გოგიძე 1991-1993 წლებში სწავლობდა თბილისის მ. თოიძის ლიცეუმში სწავლობდა. ბავშვობიდან დაინტერესებულია ხატვით, ქმნის ილუსტრაციებს, საბავშვო სპექტაკლებისთვის დეკორაციებს ამზადებს. ზურაბ გოგიძემ წერა 2008 წელს დაიწყო.