დღეს თამაზ ჯოლოგუასთან შეხვედრა და „თან საკითხავი“ წიგნის წარდგენა გაიმართება

12 თებერვალს,  19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“თამაზ ჯოლოგუასთან შეხვედრა გაიმართება, რომელიც მის მიერ შედგენილ „თან საკითხავ“ წიგნს წარადგენს.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „არტანუჯიდან“ აცნობეს, წიგნში დაბეჭდილი 180 ამბავი ილია ჭავჭავაძეზე“ აერთიანებს ცნობებს მემუარული ტექსტებიდან. მოგონებათა ავტორები (კოტე აბხაზი, იაკობ მანსვეტაშვილი, არტურ ლაისტი, იონა მეუნარგია, ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვ.), ამბის თვითმხილველნი თუ მონაწილენი, ილიას პიროვნებას წარმოაჩენენ სხვადასხვა რაკურსითა და სხვადასხვა ვითარებაში.
მოგონებები დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით – ილია ჭავჭავაძის ბავშვობიდან დაკრძალვამდე და კიდევ წარმოდგენილია რამდენიმე ამბავი, რომლებშიც ჩანს დიდი მოღვაწის მიერ თანამედროვეთა ხსოვნაში დატოვებული კვალი.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N17 ბ, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები