პროექტ „12″-ის ფარგლებში ახალგაზრდა არტისტებმა პეტრე ოცხელის ნამუშევრების ინტერპრეტაციები შექმნეს

„თი-ბი-სი ბანკის“ პროექტ „12″-ის ფარგლებში, ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა. წელს, პროექტი „12″, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ეძღვნება და იუბილეს ფარგლებში განხორციელებული მრავალეტაპიანი პროექტის დასკვნითი ნაწილია.  ბანკის 25 წლის იუბილის მთავარი კულტურული მოვლენა სწორედ პეტრე ოცხელისა და მისი ნამუშევრების  პოპულარიზაციაა.

ციფრული ხელოვნება, ნეონი, ვიდეო არტი, ანიმაცია, 3D ხელოვნება და სკულპტურული ინსტალაცია – ეს ის სახელოვნებო მიმართულებებია, რომლითაც 12-მა ახალგაზრდა ქართველმა ხელოვანმა პეტრე ოცხელის ნამუშევრები გააცოცხლა და ახალი ფორმით წარადგინა.

უახლოეს პერიოდში პეტრე ოცხელის  თემატიკაზე  შექმნილი თანამედროვე ფორმატის ნამუშევრები ქალაქში, რამდენიმე  ლოკაციაზეც განთავსდება.

პროექტ „12″- ის ფარგლებში „თი-ბი-სი ბანკი“  ფეისტიკერების ახალ სერიასაც გამოუშვებს, სადაც პეტრე ოცხელის ნამუშევრების გარდა პროექტში ჩართული ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრებიც განთავსდება.

სპეციალურად პროექტისთვის შექმნილია ვებგვერდი: www.12.ge-ც, სადაც შესაძლებელია, როგორც პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ნამუშევრების დათვალიერება, ისე ფეისტიკერების შეკვეთა.

პროექტი „12″ წელს უკვე  მეორედ ხორციელდება და ის მიზნად ისახავს ახალგაზრდა ხელოვანებისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას.

წლევანდელ პროექტში მონაწილეობენ არტისტები: თემო მაჭავარიანი, მარიამ საშა, ნიკოლოზ კაპანაძე, გაჩა ბაქრაძე, თორნიკე ქარჩხაძე, გიორგი მიქიაშვილი, ქეთევან საქარელი, გიგი შუკაკიძე (Wunderwerk Architecture), ქეუ მეფარიშვილი, სალომე დუმბაძე, შალვა ცხოვრებაძე, გურამ ქვარცხალაია.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები