„ეს კრებული სრულიად გამორჩეულია“ – ნოდარ დუმბაძის „ყველა მოთხრობის” წარდგენა გაიმართება

17 თებერვალს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდი, ნოდარ დუმბაძის კრებულს – „ყველა მოთხრობას” უმასპინძლებს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  ეს არის ახლად დაფუძნებული ნოდარ დუმბაძის გამომცემლობისა და ლიტერატურული სააგენტოს პირველი გამოცემა. „შეგვიფასეთ ნაშრომი და თქვენ ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის გეგმების შესახებ კიდევ ბევრ საინტერესო ამბებს შეიტყობთ.
ნოდარ დუმბაძის წიგნებს ერთი თავისებურება ახასიათებს: ისინი ძალიან მალე ცვდებიან, რადგანაც ოჯახის წევრების (ხშირად სხვადასხვა თაობის) მიერ რამდენჯერმე გადაკითხვას ვერ უძლებენ, ოჯახში ნოდარ დუმბაძის წიგნები ზედმეტი არასდროსაა.
ეს კრებული სრულიად გამორჩეული გახლავთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ წიგნად შეკრული მოთხრობების სრული კრებული არასდროს გამოცემულა, არამედ იმიტომაც, რომ „კუკარაჩას“ დედნის კითხვისას, მოულოდნელად, ერთი ყველასთვის უცნობი გვერდი აღმოვაჩინეთ, რომლის წაკითხვის საშუალებაც, ავტორის შემდეგ, ახლა თქვენც მოგეცემათ“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მისამართი: ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდი. სულხან ცინცაძის 63.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები