მწერალთა სახლში „ფემინისტური კითხვის“ პირველი შეხვედრა გაიმართება

14 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება „ფემინისტური კითხვის“ პირველი შეხვედრა. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ეკა ქევანიშვილისა და თეა თოფურიას ტექსტების საჯარო კითხვა და განხილვა ფემინისტურ ჭრილში.
„პროექტის – „ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში“ – მთავარი მიზანია თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და მათი ტექსტების ხელახალი გააზრება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ლიტერატურულ და აკადემიურ წრეებში იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი, რასაც ჩვენს გარემოში აწყდება ქალი.
გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო კითხვის მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლებას და მის ქცევას თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
შეხვედრის მოდერატორია ანი კოპალიანი
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია – ქალთა ფონდი საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები