ფოთის თეატრში სპექტაკლები შეჩერდა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ თეატრში სპექტაკლები შეჩერდა. მიზეზს თავად თეატრის მესვეურნი განმარტავნ სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„სპეციალური განცხადება!
პატივცემულო ფოთის თეატრის მაყურებლებო!
ფოთის თეატრის ფოეში ჭერის ფრაგმენტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება – მაყურებლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე დროებით შევაჩეროთ სპექტაკლებისა და ყველა სახის ღონისძიებიების გამართვა, სანამ არ გვექნება შესაბამისი სამახურების დასკვნა შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სამუშაო პროცესი იმ დრომდე შეჩერდება, ვიდრე უსაფრთხოების ნორმები არ მოწესრიგდება და შენობის რეაბილიტაცია არ მოხდება.

ფოთის თეტრი 2014 წელს გაიხსნა. შენობა ცხრა წლის განმავლობაში შენდებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
რამდენიმე დღის წინ ფოთის თეატრში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები