ახმეტელის თეატრში „კარლსონის“ პრემიერა გაიმართება

10, 11, 17 თებერვალს, 14:00 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა, მსოფლიოში ერთ – ერთი  ყველაზე ცნობილი საბავშვო მწერლის – ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოები – „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“ რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა დადგა.
„ბავშვებო! მოემზადეთ თქვენთან შესახვედრად მსოფლიოში ყველაზე მსუქანი, ზომიერად ფერხორციანი და მოწიფული არსება მოფრინავს. დიახ, მოფრინავს, რადგან კარლსონი სახურავზე ცხოვრობს და პროპელერის საშუალებით პატარა ბიჭის ოთახში აღმოჩნდება, აი სად იწყება ნამდვილი თავგადასავლები!  აი ვინ გახდება ფრეკენ ბოკის ფუნთუშების დაუძინებელი მტერი“ … – აღნიშნულია ახმეტელის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მხატვარი  – მარიკა  კვაჭაძე, ქორეოგრაფი – გიორგი რაზმაძე. მონაწილეობენ: კარლსონი – თამარ ბეჟუაშვილი, გიორგი ცხადაძე, სვანტე სვანტენსონი – გიორგი კვიციანი, ნიკოლოზ ლორთქიფანიძე, ტომას სვანტენსონი – ოთო ჩიქობავა, ფრეკენ ჰილდერ ბოკი – იუკა ვასაძე, ფილე – ნიკა კახელი,  რულე – გაგა მახათაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები