ქართულმა ფილმმა ნეპალის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა

ქართული ფილმი „keep smiling“ (გაიღიმეთ) ნეპალის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელია. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
keep smiling რეჟისორ რუსუდან ჭყონიას 2012 წელს შექმნილი ქართული ტრაგიკომედიური ფილმია.
ფილმის პრემიერა ვენეციის 69-ე კინოფესტივალზე შედგა. კინოსურათი წარდგენილი იყო „ოსკარის“ 85-ე დაჯილდოებაზეც.
ფილმი მოგვითხრობს დედათა სილამაზის კონკურსში მონაწილე ქალების ისტორიებს. მათ მთავარი პრიზის, ბინისა და 25 ათასი დოლარის მოპოვება სურთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები