ტაივანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სასტუმრო ჩამოინგრა

ტაივანის აღმოსავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სასტუმროს შენობა ჩამოინგრა.
“BBC”-ის ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანებისთვის დახმარების აღმოსაჩენად, ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანგრევებში 30–მდე ადამიანია. მიწისძვრის მაგნიტუდა 6,1 ბალს შეადგენდა. მიწისძვრის კერა 5 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
სოცილურ მედიაში კუნძულზე დანგრეული გზების და ნაგებობების ფოტოები ვრცელდება.
ტაივანზე, 6,4–ბალიანი მიწისძვრა კვირა საღამოს მოხდა, რასაც აფთერშოკები მოყვა.

კუნძული ორი ტექტონური კერის შორის მდებარებს და მიწისძვრებისგან ზიანს ხშირად განიცდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები