გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკური საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკური საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას დაესწრო, რომელზეც საკონსულტაციო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევა განიხილეს საქართველოს საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტ-იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის შესახებ.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საბჭოს მიერ განხილული საკითხი აქტუალურია სწორედ იმიტომ, რომ ის ძირითადი საკითხი, რომელიც დღეს მოსახლეობას აწუხებს, მათ შორის, ვალუტის სტაბილურობა, დამოკიდებულია სწორედ იმ ფაქტორებზე, რომელსაც საკონსულტაციო ჯგუფი განიხილავდა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საბჭოს საინტერესო რეკომენდაციები აქვს, რომლებსაც შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს მიწვდიან.

საბჭო მაკროეკონომიკურ პრობლემებსა და სტაბილურობაზე, ინოვაციებსა და თანამედროვე ინდუსტრიულ პოლიტიკაზე, ფინანსებსა და ფულად-საკრედიტო სისტემაზე, საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებზე, კონკურენტუნარიანობასა და ფასეულობათა ჯაჭვის ფორმირებაზე, საერთაშორისო ბიზნესის გამოწვევებზე მუშაობს.

საბჭოს მიზანია მოახდინოს გლობალური ეკონომიკური ტრენდებისა და ტენდენციების კვლევა, რათა შეიქმნას უკეთესი ანალიზის შესაძლებლობა საქართველოზე მათი ზეგავლენის კონკრეტული ფორმების შესახებ.

ეკონომიკური საკონსულტაციო საბჭოს პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა და მას დემოკრატიისა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები