საფრანგეთში ავღანელი და აფრიკელი მიგრანტების დაპირისპირებას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

„BBC”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის საპორტო ქალაქ კალაისში, ავღანელებსა და აფრიკელებს შორის ფართომასშტაბიანი შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც, ცეცხლსასროლი იარაღით სულ მცირე 5 მიგრანტი დაიღუპა.
ინციდენტთან დაკავშირებით, 37 წლის ავღანელი მამაკაცია ეჭვმიტანილი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანის დაჭრა ედება ბრალად.
როგორც პოლიციამ განაცხადა, 16-დან 18 წლამდე 4 აფრიკელი მოზარდი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ძალადობამ ახალ დონეს მიაღწია, დაძაბულობის ფონზე კი მიგრანტები შეეცდებიან, ბრიტანეთის საზღვარი გადაკვეთონ.
გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტებს შორის დაძაბულობა გუშინ დაიწყო, როდესაც ისინი საკვების რიგში იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები