პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულს სპეციალური ეტლი შეუძინა

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულს სპეციალური ეტლი შეუძინა. მ. ს., სამწლიანი პირობითი მსჯავრის მოსახდელად, ამბროლაურის პრობაციის ოფისში იმყოფება აღრიცხვაზე.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პრობაციის ოფიცერმა საქმის ინდივიდუალური შესწავლის შედეგად გაარკვია, რომ წლების წინ მიღებული ხერხემლის ტრამვის გამო, მ. ს. დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. შეზღუდული შესაძლებლობის გამო, პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, პირობით მსჯავრდებულის მიმართ რეგისტრაციის შეღავათიანი რეჟიმი ამოქმედდა. პრობაციის ოფიცერი, კანონით დადგენილი პერიოდული აღიცხვისთვის თავად ცხადდება პირობით მსჯავრდებულის ბინაზე. გარდა ამისა, ვინაიდან პრობაციონერის ეტლი მწყობრიდან იყო გამოსული, სააგენტომ მ. ს-სთვის შეიძინა ახალი ეტლი, რომელიც მას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს უფროსმა შინ თავად მიუტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები