ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას ჭიდაობის ფედერაცია ადასტურებს. იგი თავისუფალი სტილის მიმართულებით იმუშავებს.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დეკემბერში, პრეზიდიუმის სხდომაზე დაინიშნა.
როგორც ფედერაციაში განმარტავენ, ალექსანდრე ჭიკაიძე ყოფილი მოჭიდავეა და მას საკმაოდ ახლო შეხება აქვს აღნიშნული სპორტის სახეობასთან.
ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ანაზღაურებადი არ არის.
ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები