სოფიო ქაცარავა სიუზან მარტინს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სტრატეგიული კომუნიკაციის მრჩეველს დიდი ბრიტანეთიდან, სიუზან მარტინს შეხვდა. მხარეებმა, სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობასა და საქართველოში მისი განხორციელების საკითხებზე ისაუბრეს.

სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებაზე, ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე და სამომავლო დღის წესრიგზე ისაუბრა.

შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა პარლამენტში, სოფიო ქაცარავას ინიციტივით დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობასა და ამ გზით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნება.

შეხვედრაზე მხარეები, მჭიდრო თანამშრომლობის დღის წესრიგზე შეთანხმდნენ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მთავრობას, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები