მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, კახა კალაძეს ელოდებიან

მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც რამდენიმე წუთის წინ ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, თბილისის მერს, კახა კალაძეს ელოდებიან, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ჭერი ვარკეთილის მეტროში დაახლოებით 20 წუთის წინ ჩამოინგრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები