თამარ ხულორდავა ერიკ ჰოგს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სტაბილურობის, უსაფრთხოების და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ამ პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებულ როლს გაუსვეს ხაზი.„ევრ
ოკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთადერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას აკვირდება და ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებს რეგულარულ აწვდის ინფორმაციას იქ მიმდინარე პროცესებზე. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშვიდობო მისია სწორედ საქართველოში ხორციელდება და მას ევროკავშირი ყოველწლიურად 20 მილიონი ევროს ბიუჯეტით აფინანსებს, რაც ცხადყოფს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს – უზრუნველყოს საქართველოს მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს, საქართველოს პარლამენტის მონაწილეობით, 2017 წლის განმავლობაში ევროპარლამენტთან ერთად მიღებული რეზოლუციები გააცნო, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაა შეფასებული. თამარ ხულორდავას თქმით, მიღებულ რეზოლუციებში დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევის შემთხვევები და რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ექსპანსიური პოლიტიკა. რეზოლუციებში ასევე, ასახულია მოწოდება – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისიის მიერ, საკუთარი მანდატის განხორციელების აუცილებლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, რის აღსრულებასაც ხელს უშლის რუსეთის ფედერაცია.
„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, მუდმივად ვახდენთ კოლეგების ინფორმირებას და მათთან ერთად ვაყენებთ დღის წესრიგში იმ აქტუალურ საკითხებს და გამოწვევებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დგას და რომელიც სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, მავთულხლართებით საოკუპაციო ხაზის გამაგრებას ეხება, რაც თავისთავად ზღუდავს ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გაგრძელება და ზუსტი ინფორმაციის არსებობა ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობის შესახებ”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
შეხვედრაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ერედვში დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მიზანმიმართულად ნგრევის ფაქტს და ეს ქმედებები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული მორიგ ქმედებად შეაფასა.
თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა ერიკ ჰოგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სტაბილურობის, უსაფრთხოების და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ამ პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებულ როლს გაუსვეს ხაზი.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთადერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას აკვირდება და ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებს რეგულარულ აწვდის ინფორმაციას იქ მიმდინარე პროცესებზე. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშვიდობო მისია სწორედ საქართველოში ხორციელდება და მას ევროკავშირი ყოველწლიურად 20 მილიონი ევროს ბიუჯეტით აფინანსებს, რაც ცხადყოფს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს – უზრუნველყოს საქართველოს მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს, საქართველოს პარლამენტის მონაწილეობით, 2017 წლის განმავლობაში ევროპარლამენტთან ერთად მიღებული რეზოლუციები გააცნო, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაა შეფასებული. თამარ ხულორდავას თქმით, მიღებულ რეზოლუციებში დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევის შემთხვევები და რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ექსპანსიური პოლიტიკა. რეზოლუციებში ასევე, ასახულია მოწოდება – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისიის მიერ, საკუთარი მანდატის განხორციელების აუცილებლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, რის აღსრულებასაც ხელს უშლის რუსეთის ფედერაცია.
„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, მუდმივად ვახდენთ კოლეგების ინფორმირებას და მათთან ერთად ვაყენებთ დღის წესრიგში იმ აქტუალურ საკითხებს და გამოწვევებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დგას და რომელიც სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, მავთულხლართებით საოკუპაციო ხაზის გამაგრებას ეხება, რაც თავისთავად ზღუდავს ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გაგრძელება და ზუსტი ინფორმაციის არსებობა ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობის შესახებ”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
შეხვედრაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ერედვში დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მიზანმიმართულად ნგრევის ფაქტს და ეს ქმედებები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული მორიგ ქმედებად შეაფასა.
თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა ერიკ ჰოგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები