NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ბოდიშის მოხდას არ აპირებს

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი, მის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო, ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
„მე ვარ ამერიკის მოქალაქე. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელზეც პოზიცია ჩემს პირად გვერდზე გამოვხატე. ამისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ“, – განუცხადა ლორა თორნტონმა ტელეკომპანია „იმედს“.
ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა თორნტონისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები