სოფიო ქაცარავა ერიკ ჰოგს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერიკ ჰოგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სოფიო ქაცარავამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და როგორც აღნიშნა,  ეს არის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი,  რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს მონიტორინგს. შეხვედრაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მისიის გაძლიერების საკითხებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილოებასა და კონტრიბუციას გაუსვა ხაზი. მხარეებმა პარლამენტის როლსა და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე. ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე, ქვეყანაში სტაბილურობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, ევროკავშირთან თანამშრომლობასა და სადამკვირვებლო მისიის როლზე”, -განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები