GGI-ის წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრა გამართეს

გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI, USAID) პროექტის TETRA TECH ARD ხელმძღვანელს, დევიდ სმიტს დაTETRA TECHARD ვიცე-პრეზიდენტს საოპერაციო ნაწილში, ჯონ ნითლერს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და  „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI, USAID)  თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

„დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI)  პროექტის მიზანია საქართველოში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის ამაღლება, მათშორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების სხვადასხვა დონეზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი სუფროსი მარიკა ნაცვლიშვილი და GGI, USAID-ის საკანონმდებლო და ზედამხედველობის უფროსი მენეჯერი ნინო ვარდოსანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები