ვალერიან გორგილაძე: ლორა თორნტონის განცხადება მის არაკომპეტენტურობას ავლენს

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე NDI-ის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის მიერ, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, „აშშ-ის პრეზიდენტი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს“.
სოციოლოგი განცვიფრებას ვერ მალავს და აღნიშნავს, რომ ვერც ერთი რუსული პროპაგანდა ვერ მიაყენებდა ისეთ ზიანს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, როგორც თორნტონმა მიაყენა თავისი განცხადებით.
„გაოგნებას ვერ ვმალავ ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ეს განცხადება უაღრესად ავლენს არაკომპეტენტურობას. გაკვირვების გარდა არაფერს იწვევს. არ ვიცი რა უნდოდა ლორა თორნტონს ეთქვა, ის, რომ თავის პრეზიდენტს გეოგრაფიული კრეტინიზმი ახასიათებს და რუკაზე ვერ პოულობს, მათ შორის, თავის პარტნიორ ქვეყანას, თუ ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს კრიტიკულად აღარ არ აინტერესებს საქართველოს ბედ-იღბალი. ამ განცხადების გამო უამრავი ინტერპრეტირების გაკეთებაა შესაძლებელი: იმის თქმა შეიძლება, რომ ამერიკას არ მიაჩნია, რომ საქართველო მისი სტრატეგიული პარტნიორია, რომ ამერიკა ეჭვის ქვეშ აყენებს საქართველოს სვლას ჩრდილოატლანტიკური სივრცის მიმართ?! მინდა ვთქვა, რომ ვერც ერთი რუსული, ან სხვა ტიპის პროპაგანდა ვერ მიაყენებდა ისეთ ზიანს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ქვეყნის მოქალაქეებს, რაც გააკეთა ქალბატონმა თორნტონმა თავის, რბილად რომ ვთქვათ, დაუფიქრებელი განცხადების მეშვეობით“,- განმარტა გორგილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები