ჩინეთში I Phone 8 მომხმარებელს ხელში აუფეთქდა (ვიდეო)

ჩინეთში მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიაში ახალგაზრდა მომხმარებელი, I Phone 8-ის საყიდლად შევიდა. მობილურის შემოწმებისას მომხმარებელს I Phone 8 ხელში აუფეთქდა, ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა კი მაღაზიაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ინფორმაციას სააგენტო „Vesti.ru“ ავრცელებს.
ინციდენტის დროს სერიზული დაზიანებები მომხმარებლებს არ მიუღიათ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, ისინი ცდილობენ მობილურის წარმომავლობა დაადგინონ.
შეგასხენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი სექტემბერშიც მოხდა, ტაივანის მოქალაქემ I Phone 8-ის შესაძენად ბანკიდან კრედიტი აიღო, 5 დღის შემდეგ კი, მობილური დატენვის დროს აუფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები