„ყველას დაგხოცავთ, მოვდივარ, რომ „CNN“-ის უფროსიც მოვკლა“- მიჩიგანში პოლიციამ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ამერიკელმა სამართალდამცველებმა, მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი „CNN“-ის თანამშრომლებს ემუქრებოდა და აცხადებდა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის „ცეცხლსასროლი იარაღით ყველას მოკლავდა“.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცმა „CNN“-ის რედაქციაში მუქარის მიზნით 22 -ჯერ დარეკა.
პოლიციამ მამაკაცის იდენტიფიცირება მოახდინა, დამნაშავე მიჩიგანში მცხოვრები ბრენდონ გრისმერია.
„ყველას დაგხოცავთ, მე იარაღი მაქვს და მოვდივარ, რომ „CNN“-ის უფროსიც მოვკლა, მე ხალხის ჯგუფი მყავს, ვფიქრობ დიდებული გამოვა, მოემზადეთ“, განაცხადა მამაკაცმა რომელმაც „CNN“-ის რედაქციაში მუქარის შემცველი ზარები განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები