მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს

“წუხილი, რომელიც ისმის ხოლმე და უკავშირდება თითქოს ანტიევროპულ რიტორიკას, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს საპასუხო. ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები ქართული პოლიტიკური წრეების და პოლიტიკოსების მხრიდან, სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან”,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უსამართლო რეზოლუციები როდესაც არის მიღებული საქართველოს შესახებ, შეუძლებელია პასუხის გარეშე დარჩეს.

„როდესაც პოლიტიკოსები სცემენ პასუხს, ეს არ უნდა იყოს თარგმნილი როგორც ანტიევროპული რიტორიკა. ეს არის უბრალოდ რეაქციები იმ უსამართლო ნაბიჯებზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

თუ ჩავიხედავთ იმ რეზოლუციებში, ძალიან ბევრ უსამართლობას და დეზინფორმაციას ნახავთ. შეგიძლიათ წაიკითხოთ ევროპარლამენტის 10 რეზოლუცია, ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღებული და ძალიან ბევრს ნახავთ ასეთს. ძალიან ბევრი ისეთი ნარატივია ამ რეზოლუციებში და ისეთი რამ არის მოცემული, რომელიც სრულიად აკარგვინებს ფასს, მოწყვეტილია რეალობას და ძალიან მძიმე სურათს ხატავს საქართველოს შესახებ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები