პაკისტანში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელი დაპატიმრებულია

პაკისტანში, კასურის პროვინციაში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც ადგილობრივი მედიის ინფრომაციით გოგონას ნათესავი აღმოჩნდა.
დაკავებული ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა, რამდენიმე ხნის წინ დაკითხეს და „დნმ“-ის ტესტირების გარეშე გაათავისუფლეს, რადგან გოგონას ოჯახის წევრებმა, მკვლელობასთან მისი კავშირი გამორიცხეს, თუმცა როგორც „დნმ“-ის ტესტმა დაადასტურა, 8 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ოჯახის ნათესავი აღმოჩნდა. ინფორმაციას „thenews.com.pk“ ავრცელებს.
სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
შეგახსნებეთ, რომ 8 წლის გოგონა, 4 იანვარს გაუჩინდარდა, 9 იანვარს კი მისი გვამი სამართალდდამცველებმა ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნით, გოგონა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს.
მისი მკვლელობის ფაქტს კასურის რეგიონში საპროტესტო აქციები მოჰყვა, მოსახლეობა პოლიციის მუშაობის სტილს აპროტესტებდა და მოითხოვდნენ, უმოკლეს ვადაში დამნაშავე დაეკავებინათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები