ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს არ აქვს განუსაზღვრელი დისკრეცია პატიმრების შეწყალებისას

პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების ბოლო აქტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს არ აქვს განუსაზღვრელი დისკრეცია პატიმრების შეწყალებისას.

„ეს დისკრეცია არ არის განუსაზღვრელი. როდესაც საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, შეიძლება დადგეს პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლის სამართლის, შეწყალების აქტის განხორციელებისას“-ამბობს კობახიძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე კი მიიჩნევს, რომ თუ დავუშვებთ,რომ პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური შეუზღუდავი უფლება შეიწყალოს ვინც უნდა და აკეთოს რაც უნდა , ეს იქნება კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გამოსვლა.

27 დეკემბერს, საახალწლოდ გიორგი მარგველაშვილმა სულ 187 პატიმარი შეიწყალა, აქედან 123 პირი საპატიმრო დაწესებულებიდან მთლიანად გათავისუფლდა, 64 მსჯავრდადებულს კი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები