ზაალ კასრელიშვილი: არ გვეგონა თუ ქართველი სპეცსამსახურები ამ მასშტაბებს აწევდა-უსაფრთხოება ყველას საერთო ინტერესია

არ გვეგონა თუ ქართველი სპეცსამსახურები ამ მასშტაბებს აწევდა,-ამის შესახებ „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა და ხელისუფლებას პანკისის სპეცოპერაციის საქმის დროული გამოძიება ურჩია.

როგორც კასრელიშვილმა აღნიშნა, პანკისის მოსახლეობასთან ერთად უნდა შევთანმხდეთ, რომ სიმართლის გარკევა ჩვენი ყველას საერთო ინტერესია.
„არ გვეგონა თუ ქართული სპეცსამსახურები, რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დახმარებით, ამ მასშტაბებს აწევდა. შეუძლიათ ე.ი მუშაობა. ჩვენ პანკისის მოსახლეობასთან ერთად უნდა შევთანმხდეთ, რომ სიმართლის გარკევა ჩვენი ყველას საერთო ინტერესია. უსაფრთხოება ჩვენი, ყველას საერთო ინტერესია.
ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია, როგორც საგარეო ისე საშინაო, ჩვენი ინტერესია. ჩვენთვის ახლა მთავარია, მშვიდად, დინჯად, ემოციებისა და წაქეზებების გარეშე დაველოდოთ გამოძიებას და ზოგიერთ პოლიტიკურ ოპონენტს მინდა ვუთხრა კარგად დაფიქრდნენ როდესაც ამ თემაზე საუბრობენ,-განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები