ირაკლი სესიაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე: სახელმწიფომ მაქსიმალური შესაძლებლობები გამოიყენა, რომ ეს საქმე მსხვერპლით არ დასრულებულიყო

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპონენტი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, სრულიად სამარცხვინოდ საუბრობს,-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

სესიაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენა, რომ ეს საქმე მსხვერპლით არ დასრულებულიყო.

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე სამწუხაროდ,
სახელმწიფომ მაქსიმალურად გამოიყენა თავისი შესაძლებლობა, რომ ეს საქმე მსხვერპლით არ დასრულებულიყო.
როცა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჩნდება გარკვეული განსხვავებული პოზიციები და კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები არ არის. მითუმეტეს როცა აქ სუბიექტური მოსაზრ
ებები ჩნდება, ძალიან რთულია დაიჯერო. ოჯახისთვისაც ძალიან რთულია დაიჯეროს, რომ მისი შვილი ტერორიზმთან არის კავშირში. ბოლო მოვლენებმა ყველას დაგვანახა, რომ ეს საფრთხე შემოვიდა ყველგან და ყველაზე მოქმედებს, იმიტომ რომ მშვიდობიანი ხვალინდელი დღე ყველას გვინდა,-აღნიშნა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები