ირაკლი სესიაშვილი: ძალიან დიდ პატივს ვცემ პანკისელებს, მაგრამ როდესაც ჩვენს გარშემო ასეთი მოძრაობებია, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურს არ ეკისრება

ძალიან დიდ პატივს ვცემ პანკისელებს, მაგრამ როდესაც ჩვენს გარშემო ასეთი მოძრაობებია, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურს არ ეკისრება,-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
დეპუტატის მტკიცებით, როგორც კი ქვეყნის ტერიტორიაზე საეჭვო ჯგუფი აღმოჩნდა, ოპერატიულმა სამსახურმა ძალიან კარგად იმუშავა.

“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პანკისელებს, უხუცესებს, მაგრამ როდესაც ჩვენს გარშემო ასეთი მოძრაობა ხდება, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურს არ ეკისრება.
ამ საქმის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ როგორც კი საეჭვო ჯგუფი აღმოჩნდა ჩვენს ტერიტორიაზე, მაშინვე ძალიან კარგად იმუშავა ოპერატიულმა სამსახურმა. ის კადრები რაც თქვენ იხილეთ, მათი დაკვირვების პროცესშია გადაღებული. როდესაც მეტნაკლებად დაზუსტდა თუ რა მიმართულებით მოძრაობდა ეს ჯგუფი, შემდეგ მოხდა ერთი პირის ცოცხლად აყვანა.
სახელმწიფოს სურვილი და ინტერესი ჰქონდა, რომ ცოცხლად აეყვანათ ჯგუფის წევრები და მათ შორის ჩატაევი, თუმცა უსაფრთხოების სამსახური იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა,-განაცხადა ირაკლისესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები