ირაკლი სესიაშვილი: მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება სჭირდება საზოგადოებას იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მყარი გარანტიები სახელმწიფოსგან, რომელიც ტერორიზმსაც ებრძვის

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მაქსიმალური სიზუსტით ჩატარებული გამოძიება სჭირდება საზოგადოებას, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ მყარი გარანტიები სახელმწიფოსგან, რომელიც ტერორიზმსაც ებრძვის და ასევე ინარჩუნებს ადამიანის უფლებათა დაცის მაღალ სტანდარტებს,-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ისუაბრებს, რადგან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

“ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები რაც არსებობს, ეს კითხვები ყველას გვაქვს, ამიტომ ჩვენ ყველას გვსურს, რომ პირველ რიგში პროკურატურამ მაქსიმალური სიზუსტით გამოიძიოს აღნიშნული საქმე. ეს სჭირდება ოჯახის წერებს და ეს სჭირდება საზოგადოებას, იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მყარი გარანტიები სახელმწიფოსგან, რომელიც ტერორიზმსაც ებრძვის და ასევე ინარჩუნებს ადამიანის უფლებათა დაცის მაღალ სტანდარტებს.

სპეცოპერაციის დეტალებზე საუბარი ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, იმდენად რამდენადაც გამოძიება მიმდინარეობს. ნებისმიერი ჩემი ვარაუდი, განცხადება ან მტკიცება იმის თუ რატომ მოხდა ღამე ერთდროულად ყველას ერთად აყვანა, მე ამაზე რომ ვისაუბრო, არ იქნება სწორი. ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოება ინფრმაციულობის თვალსაზრისით რაღაც შიმშილის პირობებშია.
გვმართებს გარკვეული მოთმინება სანამ გამოძიება დასკვნას დადებს. მტკციებით ფორმაში საუბრის უფლება არ მაქვს,-აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები