უამინდობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, 300-ზე მეტი ზარი დაფიქსირდა

ძლიერმა ქარმა თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა მანქანები და ელექტროგადამცემი სადენები.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, უამინდობის გამო, 300-ზე მეტი ზარი დაფიქსირდა სააგენტოში. მათგან უმეტესობა კი, რეგიონებიდან იყო შესული. მათივე ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ხაშურსა და სურამში, დატბორილია საცხოვრებელი სახლები.
ამინდი საქართველოს მასშტაბით გუშინ საღამოს გაუარესდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მთაში თოვდა, ქროდა ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები