კახა კალაძემ გამგებლებს სთხოვა, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლონ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამგებლებს სთხოვა, თბილისის სხვადასხვა რაიონში ძლიერი ქარის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლონ.
ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და გამგეობების თანამშრომლებს მოუწოდა, მოსახლეობას გვერდში დაუდგნენ.
„ვიცი, რომ მთელი ღამის განმავლობაში, გამგეობის ყველა თანამშრომელი და თქვენც -გამგებლები, პროცესში აქტიურად იყავით ჩართული. საცხოვრებელ სახლებზე სახურავებია გადახდილი. მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შევისწავლოთ ყველა დაზიანება და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ. ასევე, უმოკლეს დროში შემუშავდეს კონკრეტული გეგმები, რომ ის პროექტები განხორციელდეს, რაც გასაკეთებელია“, – მიმართა კახა კალაძემ გამგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები