თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს:

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კოსტავას, გამსახურდიას და ჭაბუკიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV, V კვარტლების, ახმეტელის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის  მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ  სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები