სოლიდარობის ქსელი “ მშრომელთა ცენტრი” იაშვილის ექიმების შრომითი დავის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს

სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი“ იაშვილის ექიმების შრომითი დავის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება რამდენიმე ხნის წინ, იაშვილის საავადმყოფოდან დათხოვილი თანამშრომელთა მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან დარღვეული შრომითი უფლებებისა და საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

საავადმყოფოს ყოფილი თანამშრონლები ასევე ისაუბრებენ კომპანიისადმი წაყენებულ მოთხოვნებზე და სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 4 დეკემბერს, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან, ასამდე ექიმს სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლა შესთავაზეს. გათავისუფლებულია ასამდე თანამშრომელი. იაშვილის საავადმყოფოს მფლობელმა კომპანია „ევექსმა“ პროცესი გარდაუვალი რეორგანიზაციის საჭიროებით ახსნა. თუმცა მისი ჯამური მოგება დაახლოებით 34 მლნ-ია.

იაშვილის საავადმყოს მიმართ ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი უკმაყოფილება წარმოიშვა და დაზარალებული პაციენტების რიცხვოვნობა მკვეთრად გაიზარდა, რაც ძირითადად ექიმებს ბრალდებოდათ, პრესკონფერენციაზე, საავადმყოფოდან გათავისუფლებული ექიმები ამ პროცესის გამომწვევ რეალურ მიზეზებზე ისაუბრებენ. თუ რატომ გაუქმდა რამდენიმე აუცილებელი განყოფილება და რა განზრახვა ამოქმედებს „ევექსს“ სამედიცინო ბაზარზე.

25 დეკემბერს, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის“ წამომადგენლებმა, იაშვილის საავადმყოფოს ადმინისტრაციას, გათავისუფლებული ექიმების მიერ ხელმოწერილი განცხადებით მიმართა, სადაც ხელმომწერები და თავის მხრივ მათი წარმომადგენელი ორგანიზაცია, რეორგანიზაციის პროცესის გამჭვირვალობას და პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვას ითხოვდნენ. თუმცა ამ წერილს, ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

პრესკონფერენციაზე სოლიდარობის ქსელი კორპორაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ აღნიშნული მოთხოვნების შესრულებისკენ და მოლაპარაკებებისკენ.

“მივმართავთ სახელმწიფოს, ჩაერთოს და უზრუნველყოს მოლაპარაკებების პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა დანარჩენთან ერთად მივმართავთ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას და საერთაშორისო მედიას,- ნათქვამია სოლიდარობის ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები