ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ – რას აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ. ზესტაფონის რაიონში ჭირისუფალ ოჯახებში პანაშვიდები 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სხვისი მიცვალებულები ჰყავდათ. როგორც ერთ-ერთმა ჭირისუფალმა აღნიშნა, მიცვალებულები საავადმყოფოში ერიათ.

ხოლო როგორც გარდაცვლილის მეუღლემ, ნათელა ცერცვაძემ განაცხადა, მიცვალებულს ჩაცმისას შეატყო, რომ ის მისი მეუღლე არ იყო, რის შემდეგაც პატრულში დარეკეს.

“მიცვალებული რომ უნდა წამოეყვანათ, ჩემი შვილი და შვილიშვილები არ შეუშვეს, გვითხრეს, რომ ქვემოთ დაგვახვედრებდნენ გარდაცვლილს. ქვემოთ კი გასიებული და ცოტა სხვა ფორმაში დაგვხვდა და დაეჭვდნენ ესენი, მაგრამ აპარატზე რომ იყო შეერთებული, იმიტომ არის ასეო. გვეუბნებოდნენ, რომ დაცხრებაო, მაგრამ არ დაცხრა. როდესაც ვაცმევდით, შევატყვე, ეს ჩემი მიცვალებული არ იყო, ხელებზე იმას ტატუ ჰქონდა და გადავრეკეთ პატრულში. შემდეგ საავადმყოფოში გაირკვა, რომ იმ დღეს კიდევ სხვა იყო გარდაცვლილი. გვერდზე სოფელში აღმოჩნდა საბოლოოდ ჩემი მეუღლე”,-განაცხადა ჭირისუფალმა.

ცხედრები დღეს, დაკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე გაცვალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები