ოთარ აბესაძის გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით, ხელმოწერები გროვდება. წერილს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი აწერს ხელს. მათ შორის, ერთ-ერთი ხელმომწერი ნუკრი ქანთარიაა.

„მე ვაწერ ხელს ამ წერილს, რამდენადაც მისი სავალალო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯაროდ ვრცელდება ინფორმაცია. ის მძიმე შეცდომა, რომელიც დანაშაულში გადაიზარდა, რაც მას მოუვიდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გაცნობიერებული აქვს თავიდან ბოლომდე, აღიარებს და არ მგონია, მისი სიცოცხლე ამ დანაშაულს უნდა გადაყვეს. ამიტომ, მე, როგორც მოქალაქე, როგორც ადამიანი, ადამიანურად ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე ზაფხულში დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები