ფსიქოლოგი ნარკოპოლიტიკის საკითხებში საზოგადოებრივი განათლების გაზრდის მომხრეა

ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგმა მარინა ჭავჭანიძემ ნარკოპოლიტიკის თემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში, ადამიანების უმეტესობა ვერ არჩევს ერთმანეთისგან ლიბერალიზაციას და დეკრიმინალიზაციას.
„დეკრიმინალიზაცია ნიშნავს, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში არ ჩაგსვამენ და შესაძლოა ჯარიმა დაგეკისროს, ამ დროს სისხლის სამართალთან არ გაქვს საქმე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ჯარიმა არ დაგეკისრება. ლეგალიზაცია კარგია, ეს ნიშნავს, რომ გაიყიდება სუპერმარკეტებში, როგორც ყავა, ღვინო და სიგარეტი. მართალია ამ შემთხვევაში შესაძლოა ველოდოთ უფრო არასტაბილურობას, ვიდრე სხვა შემთხვევაში, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რამეა, ღვინო იყიდება ყველგან, მაგრამ ყველა ალკოჰოლიკი არ ხდება. ანუ აქ დამოკიდებულების ფორმები განსხვავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დამოკიდებულება, თავისი არსით, არსებობს სოციუმისთვის საზიანო, პიროვნებისთვის საზიანო და სოციუმისთვის სასარგებლო. როდესაც ვსაუბრობთ დამოკიდებულებებზე, ვარჩევთ იმ ზიანს, რომელსაც ესა თუ ისე პიროვნება მოუტანს საზოგადოებას, პიროვნებას და ბუნებას“, – აცხადებს მარინა ჭავჭანიძე.
რაც შეეხება ნარკოტიკებს, ფსიქოლოგის თქმით, ნარკოტიკული დამოკიდებულება საზიანოა, პირველ რიგში, იმ პიროვნებებისთვის, რომელიც მოიხმარს და რა ტიპის ზიანი მოაქვს და როგორ ვებრძოლოთ ამას, ამაზე უნდა დავფიქრდეთ.
„ერთის მხრივ, ეს არის ჯანდაცვის ფუნქცია, თუ თავისთავს ვნებს, ჯანდაცვამ, წესით უნდა მიხედოს, მეორეს მხრივ, ეს არის საზოგადოებისთვის მოტანილი ზიანი. ბევრი კვლევის შედეგად, გაერომ 10 წლიანი პროექტი ჩაატარა, 1998 წლიდან 2008 წლამდე, აღმოჩნდა რომ ნარკოტიკების მოხმარების შემცირება წარმოუდგენელია დასჯის და აკრძალვის მეთოდით. რაც შეეხება იმას, რომ ციხეში წაიყვანო მომხმარებელი, ეს საერთოდ მარაზმია. ან ვაღიარებთ, რომ ავადმყოფია და ვცდილობთ, მივეხმაროთ და ვუმკურნალოთ, ან ვაღიარებთ, რომ კრიმინალია. იმისათვის, რომ მან კრიმინალური ქმედება არ ჩაიდინოს, არ უნდა ეშინოდეს, რომ დავაჯარიმებთ და ჩავსვამთ ციხეში. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეზე და არა მის ქმედებაზე, რადგან არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ციხეში რამე ჭკვიანური ესწავლოს“,- აცხადებს ფსიქოლოგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები