შსს-მ 19 წლის დავით ტორიაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

შს სამინისტრომ 19 წლის დავით ტორიაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმე გახსნა.
როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი.
მკვლელობაში ბრალდებულს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის საშუალებით ჭრილობები მიაყენა დავით ტორიაშვილს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო.
მეზვრიშვილის განცხადებით, ფაქტის შემსწრე ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. ფაქტის შეუტყობინებლობის გამო, დაკავებულებს 2-დან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს დანაშაულთან კავშირში მყოფ პირთა წრე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები