პრეზიდენტი საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილს წარადგენს

არსებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილს წარადგენს.
საპარლამენტო მდივნის წარდგენა დღეს, 15:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.
ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები