დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ბრალდებულების სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ბრალდებულების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

სხდომა დახურული იქნება. ეს წინასასამართლო სხდომაა, სადაც მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

ერთი-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის მხარე სხდომაზე მოითხოვს, ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავო გახდეს.

„სხდომაზე მტკიცებულებებს წარვადგენთ. როგორც ბრალდების მხარე, ისე დაცვის მხარეც. შემდეგ ვიმსჯელეთ დასაშვებობაზე, სადავოობაზე. ამის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვა იქნება. ბოლოს უკვე საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემაზე ვიმსჯელებთ. ეს არის ძალიან დიდი საქმე და დიდი დრო დასჭირდებათ მხარეებს პოზიციების ჩამოსაყალიბებლად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ისევ დუმილის უფლებას იყენებს. სავარაუდოდ ბოლომდე ასე იქნება. სადავოდ გავხდი ბრალდების მტკიცებულებებს“, – აცხადებს ვახტანგ აბესაძე.

ხორავას ქუჩაზე, 1 დეკემბერს მომხდარ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში შვიდი პირია მიცემული. მათგან ორ არასრულწლოვანს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, დანარჩენებს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი, ორზე კი ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. 17 წლის მოზარდზე პროკურატურამ მეთვალყურეობა, 21 წლის პირზე კი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები