დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ წევრზე: მჭედლიშვილის განცხადებები ხშირად ცილისმწამებლური იყო

ვახტანგ მჭედლიშვილი, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურად არ მონაწილეობდა საბჭოს საქმიანობაში –ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით დანიშნული წევრის, ვახტანგ მჭედლიშვილის საქმიანობის თაობაზე განაცხადა.
მჭედლიშვილმა ანიშნა, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის საქმიანობას დადებითად ვერ შეაფასებს.
“ბატონი ვახტანგ მჭედლიშვილი, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურად არ მონაწილეობდა საბჭოს საქმიანობაში. მისი განცხადებები იყო, გარკვეულწილად, დაუსაბუთებელი და ცილისწამების ელემენტებს შეიცავდა მოსამართლე წევრების მიმართ. მისი ინიციატივები ხშირად მიზნად ისახავდა გარკვეული საკითხების დროში გაჭიანურებას. ზოგადად, ბატონი ვახტანგის საქმიანობას საბჭოში დადებითად ვერ შევაფასებ”,- განაცხადა გვრიტიშვილმა.
მისივე თქმით, მჭედლიშვილის განცხადებები, ხშირ შემთხვევაში, ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი იყო.
„შესაძლებელია იგი გარკვეული ძალების დაკვეთასაც ასრულებდა. აშკარად, რიგ შემთხვევებში ვერ ვხედავდით მოტივაციას და ჯანსაღ აზრს მის ინიციატივებსა და ქმედებებში”,- განაცხადა გვრიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ ვახტანგ მჭედლიშვილს 4 -წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები