სირიაში, აფეთქების შედეგად, 30-მდე ადამიანი დაიღუპა (ფოტო, ვიდეო)
თურქეთისა და სირიის საზღვარზე მდებარე იდლიბის პროვინციაში 4 აფეთქება მოხდა, რის შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა. აფეთქებები რამდენიმე ადგილას მოხდა, ერთ-ერთი, _ შეიარაღებული ოპოზიციის შენობასთან.
მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმები შესაძლოა “ტაჰრირ-აშ-შამის” მებრძოლებმა განახორციელეს.