აზერბაიჯანში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, ვარლამ ლიპარტელიანის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება
აზერბაიჯანში, ქალაქ Შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, ვარლამ ლიპარტელიანის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება თემაზე – „პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია: თანამედროვე გამოწვევები ურბანულ დაგეგმარებაში“. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია შუშაში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით იმყოფება.
“დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბორდის წევრები: მარიამ გრიგოლიშვილი და თეკლა თიკანაშვილი.
რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში, მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში – აღნიშნულ თემებზე კონფერენციის მონაწილეები 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ”,- წერია ინფორმაციაში.