13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა.
2015 წელს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ორ ათეულზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მდინარე ვერეს ხეობაში წყლის მატებამ ადამიანებს საფრთხე შეუქმნა. ამასთან, წყალმა მთლიანად დაფარა ზოოპარკი.
დღემდე, სტიქიის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 ადამიანი მიიჩნევა. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 21-მდე მიაღწია.
ტრაგედიას არაერთი გმირი ჰყავს, რომელმაც, საკუთარი სიცოცხლის ფასად და რისკის ქვეშ დაყენებით, სხვა პირების გადარჩენა შეძლო.