ჩხოროწყუში მამაკაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, მამაკაცმა ნაჯახით შვილი მოკლა, ხოლო მეუღლე დაჭრა. ქალბატონი ზუგდიდის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ერთი პირის დაკავება ცხელ კვალზე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები