რუსთავში, ერთ-ერთ კორპუსში ბინის კართან, ახალშობილი იპოვეს
რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მობინადრის კართან ახალშობილი იპოვეს. პატარა ბიჭუნა სამართალდამცავებმა, სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით, კლინიკა ,,რუსთავის” ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ,,კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმ პირის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.