ქუთაისში, გაზის გაჟონვის გამო, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინა აფეთქდა

ქუთაისში, გაზის გაჟონვის გამო, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინა აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
აფეთქება ნიკეას ქუჩაზე წუხელ, გვიან ღამით მოხდა. სახლში ამ დროს ერთი ხანდაზმული ქალბატონი იმყოფეობდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზირებული იყო სასწარაფო და საპატრულო ბრიგადები.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის განადგურებას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები