უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 რეისი გაუქმდა, 5 კი გადაიდო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, წუხანდელი ნისლის გამო, 10 რეისი გაუქმდა, ხოლო 5 გადაიდო.
როგორც „კვირას“ თბილისის საერთაშორისო აროპორტში განუცხადეს, უამინდობის გამო, გაუქმდა თეირანი-თბილისის 2 რეისი, სტამბული-თბილისის 5 რეისი, მიუნხენი-თბილისი, ბაქო-თბილისი და დუბაი–თბილისი.
მათივე ინფორმაციით, ასევე უამინდობის გამო, გადაიდო თელავივი-თბილისის, მოსკოვი-თბილისის, დოჰა-თბილისის, ურუმჩი-თბილისისა და კიევი-თბილისის რეისები.
დღეს, დილიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები