თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს:

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვაშეეხება: 26 მაისის მოედნის, ალმასიანის, ბერბუკის, ბოჭორიშვილის, ტყვარჩელის, აფაქიძის, კვერნაძის და ფიზკულტურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვაშეეხება: მოსაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვაშეეხება: პაატა გუგუშვილის და ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები