„დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

კომპანია „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კომპლექსის მცხოვრებლებსა და მოწვეულ სტუმრებს ზღაპრულ, საახალწლო გარემოში უმასპინძლეს. მთელი დღის განმავლობაში გაიმართა საბავშვო გასართობი აქტივობები: თოვლის ბაბუასთან სტუმრობა, ელფები, პატარებისთვის საყვარელი გმირები, ჯადოსნური სანახაობა, ოჩოფეხების, დრამერების შოუ, პოპულარული ჯგუფის „რეზო და ბავშვების“ კონცერტი და სხვა.
„დირსის“ საახალწლო ღონისძიებაზე გათამაშდა გრანდიოზული პრიზები: Toyota Corolla, ტექნიკისა და ავეჯის სოლიდური ვაუჩერი, iPhone X, Macbook, საგზური ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, საგზური აზიაში, ტური საქართველოში (სასტუმრო 5*), სამზარეულო. აღნიშნული პრიზების მოგების შანსი ჰქონდათ მათ, ვინც დეკემბერში “დირსის” კომპლექსში ბინა შეიძინა. გათამაშების წესების მიხედვით გამარჯვება მოიპოვეს იმ მონაწილეებმა, რომლებიც განძის ძიებისას ამოხსნეს მოცემული ლოგიკური ამოცანები და დაძლიეს სირთულეები.
სახალისო და საინტერესო განძის ძიების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ანა ტოჩილაშვილი Toyota Corolla მფლობელი გახდა, ბექა დვალიშვილს ტექნიკის 5000 ლარიანი ვაუჩერი, თამარ შამანაურს ავეჯის 5000 ლარიანი ვაუჩერი, სუბილ კუმარი-iPhone X, მათე ხეჩიკაშვილს Macbook, დიანა ღვინიაშვილს საგზური ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ნინო მიქელაძეს საგზური აზიაში, რუსუდან კვანჭახაძეს ტური საქართველოში (სასტუმრო„პარაგრაფი“ 5*), რეზა ვალიზადეს სამზარეულოს ვაუჩერი ერგოთ.

„დირსის“ საახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ ისნის რაიონის, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები, რაიონის გამგებელი, სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად და ამავე რაიონის არასამთავრობო ორგანიზაცია, მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაცია „მომავლის მზის“ წევრები.

როგორც კომპანია „ას ჯორჯიას“ დირექტორმა ბესო ჯიქურაულმა აღნიშნა, „დირსი” ტრადიციულად ყოველ წელს მასშტაბურად აღნიშნავს ახალ წელს, მრავალფეროვანი ღონისძიებებით ანებივრებს მცხოვრებლებს და მოწვეულ სტუმრებს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ “დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეებმა საუკეთესო გარემოში იცხოვრონ“, – განაცხადა ბესო ჯიქურაულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები