ზესტაფონში ალილოს მსვლელობა მოეწყო

მაცხოვრის შობის დღესასწაულზე, ზესტაფონში უძველესი ქრისტიანული რიტუალის, ალილოს მსვლელობა მოეწყო. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის ლოცვა – კურთხევით, საშობაო მსვლელობა, ტრადიციულად საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მასში, სასულიერო პირები, მგალობლები და მრევლი მონაწილეობდა.

პირველი ძღვენი, ალილოს მონაწილეებს, თვითმმართველობის სახელით, მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ გადასცა.
„მნიშვნელოვანია, რომ ზესტაფონი ინარჩუნებს ტრადიციას და ჩართულია საერთო დღესასწაულში. ქველმოქმედება ყველაზე გამორჩეულია ქრისტიანულ სათნოებათა შორის და შობის დღესასწაულზე გაღებული მოწყალება, განსაკუთრებული სიხარულია, რადგან ალილოს მონაწილეები, ყველას ახარებენ განკაცებული მაცხოვარის შობას“ –აღნიშნა კახაბერ მახათაძემ.

ალილოს მსვლელობის დასასრულს, შეგროვილი ძღვენი, მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს დაურიგდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები